ორშაბათს საღამოს, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ბენზინგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა მთიან ყარაბაღზე კონტროლი, ათასობით ეთნიკურმა სომეხმა ეთნიკური წმენდის შიშით საცხოვრებლის დატოვება გადაწყვიტა.
ამ დრომდე, 6,500-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა სომხეთში მთიანი ყარაბაღის ანკლავიდან გადასვლა, სადაც დაახლოებით 120,000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა.
,,ამის მეტი თან არაფერი გვაქვს. ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, ყველაფერი. სამსართულიანი სახლი… ყველაფერი“, – ამბობს ვლადიკი, ეთნიკურად რუსი დევნილი მთიანი ყარაბაღიდან.
,,დავკარგეთ სახლი, სადაც ვცხოვრობდით, ჩვენი მთიანი ყარაბაღი. ჩვენ სომხეთს ვეკუთვნით, ესეც ჩვენი სახლია. მაგრამ რატომ დაგვამცირეს ასე? რატომ არ არაფერი გააკეთა მსოფლიომ?”, – ამბობს ლაურა, ეთნიკურად სომეხი დევნილი მთიანი ყარაბაღიდან.
ამავდროულად, დემონსტრაციები გრძელდება სომხეთის დედაქალაქში, ერევანში. საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანები თვლიან, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მთიან ყარაბაღში საკუთარი მოსახლეობის დაცვა.
მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული ბოლო სამხედრო შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.