კატეგორიები

ჩარლზ მესამე პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

ჩარლზ მესამე პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ, რომელიც ვერსალის სასახლის მდიდრული სარკეების დარბაზში მის პატივსაცემად გამართულ გრანდიოზულ ვახშამზე იმყოფებოდა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მეგობრობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაა. ჩარლზ მესამემ მასპინძლებს ფრანგულ ენაზე მიმართა.

“ბატონო პრეზიდენტო, შეგიძლიათ ჩვენი ძლიერი მეგობრობის იმედი გქონდეთ, იმ მეგობრობისა, რომელიც ყოველ ახალ თაობასთან ერთად ძლიერდება“, – განაცხადა ჩარლზ მესამემ.

ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

ვიზიტი მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ გამართული აქციების გამო გადაიდო. მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის მეფე საფრანგეთის სენატს სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

დაკავშირებული ამბები
ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს ემანუელ მაკრონი სამხედრო სწავლების Orion 2026-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო
სხვა ამბები