მთავარიევროპარუსეთიმოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმი

მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმი

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი და ავტორი, თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

კომუნისტური იდეოლოგიით კრემლი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ ექსპანსიონიზმს აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის ახალი ინსტრუმენტები დასჭირდა.

თუკი კრემლი წითელი დროშის ქვეშ  მეზობელ სახელმწიფოებში მუშათა კლასის უფლებების დაცვის საბაბით აწარმოებდა ომებს, თანამედროვე რუსული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზეზით იწყებს კონფლიქტს.

სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირების წაქეზების გზით მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტს ქმნის, შედეგად სამიზნე ქვეყნის სახელმწიფოებრივი დეგრადაცია შეუქცევადი პროცესი ხდება, ამოსავალი წერტილი კი კრემლის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაა.

ამჟამად აღმოსავლეთ ევროპაში კრემლზე პირდაპირ თუ ირიბად დამოკიდებულია 6 სეპარატისტული ერთეული. მათგან ორი საქართველოს, ორი უკრაინის, ერთი მოლდოვისა და ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

რუსეთის ფედერაციის მიერ წაქეზებულ სეპარატიზმზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი და ავტორი, თორნიკე შარაშენიძე მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend