მთავარიმსოფლიოკავკასიააზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები „ლოკალური" ხასიათისაა

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების” დაწყების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები „ლოკალური” ხასიათისაა. მათივე ცნობით, ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურად ბომბავდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ყარაბაღის რეგიონში, ასევე აძლიერებდნენ საბრძოლო პოზიციებს ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, რამაც ვითარების ესკალაცია გამოიწვია.

19 სექტემბერს, დილით, ბაქოში განაცხადეს, რომ მათი ექვსი მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა და „უკანონო სომხური ფორმირებები” ტერიტორიის დანაღმვაში დაადანაშაულეს. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ამ ინფორმაციას უარყოფენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს მიერ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ყარაბაღი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ის ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.

ოფიციალურმა ბაქომ რეგიონზე კონტროლი 1994 წელს დაკარგა, მოგვიანებით, 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნა.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend