წინანდლის მამული 2024 წელს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის გარდა, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციულ ღონისძიებას, “ევროპაკონცერტსაც” უმასპინძლებს. ეს ღონისძიება, რომელიც უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციაა და მისი დაარსების თარიღს აღნიშნავს.
“ევროპაკონცერტი” ტარდება ხოლმე ევროპის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ბარსელონა, ვენა, პრაღა და ასე შემდეგ.
ამ საკითხზე “ევრონიუს ჯორჯიასთან” “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა.