კატეგორიები

სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10% -მდე შემცირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10% -მდე შემცირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10% -მდე შემცირდა.

DRG დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

დღეს, 11 სექტებერს DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები, განიხილეს. საბჭოს წევრებმა, DRG მოდელის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ  წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა, მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალურ განყოფილებაში ინტენსიურ მკურნალობას შეეხება.

DRG-ის დაფინანსების მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, და ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს დარღვევებზე რეაგირება მალევე მოახდინოს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები