მთავარიევროპასაბერძნეთიკლიმატის ცვლილებასთან ერთად საბერძნეთში ტყის ხანძრების მასშტაბი იზრდება

კლიმატის ცვლილებასთან ერთად საბერძნეთში ტყის ხანძრების მასშტაბი იზრდება

ტყის ხანძარმა ევროსის კუნძულზე ევროკავშირში ბოლო 20 წლის განმავლობაში ტყის ყველაზე დიდი ფართობი გაანადგურა. ხანძარი 16 დღე უკონტროლოდ მძვინვარებდა და ათიათასობით ჰექტარი მოიცვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.   დადიაში, სადაც  ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ნაკლებობა იყო, ცეცხლს, ფაქტობრივად, ვერ აქრობდნენ.

მეტყევე დორა სკარცი ამბობს, რომ პრიორიტეტი მაშინვე მიენიჭა დასახლებებსა და ინფრასტრუქტურას. ამავდროულად, ხანძარმა საფრთხე შეუქმნა ალექსანდრუპოლისს. რადგან პრიორიტეტულად ეს ადგილები განისაზღვრა, ამ ტერიტორიაზე თითქმის მთელი სიმწვანე განადგურდა.

დადიის თემის პრეზიდენტი ილიას ვინცისი ამბობს, რომ მათ დიდი სახანძრო ბრიგადა ჰყავდათ, როგორც მანქანები, ასევე პირადი შემადგენლობა, თუმცა, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 6 მანქანაღა შერჩათ. მათ კი დიდი მანძილის, რადიუსისა და მრავალი კილომეტრის დაფარვა მოუწიათ.

დაგვიანდა პრევენციული ზომების მიღებაც. ამ ადგილებში პირუტყვის გაქრობამ გამოიწვია მცენარეების გაზრდა, რამაც, თავის მხრივ, ხანძრის გავრცელებას შეუწყო ხელი.

ტყის ხანძრების მასშტაბი სულ უფრო მეტად იზრდება, შესაბამისად, ყველას ერთი რამ აღელვებს: როგორ ჩააქრონ ტყეებში გაჩენილი ცეცხლი. როგორც მოქალაქეები ამბობენ,  მასშტაბურ ტყის ხანძრებთან გამკლავება მხოლოდ გამოცდილ მეხანძრეებს შეუძლიათ. თუმცა დრო არ ითმენს და  პრობლემაც სულ უფრო მეტად რთულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend