მთავარიაზიაავღანეთისაფრანგეთის მთავრობის დახმარებით პარიზში ხუთი ავღანელი ქალი გადაიყვანეს

საფრანგეთის მთავრობის დახმარებით პარიზში ხუთი ავღანელი ქალი გადაიყვანეს

ხუთი ავღანელი ქალი საფრანგეთის ხელისუფლების დახმარებით პარიზში გადაიყვანეს.  ისინი ცდილობდნენ, დროებითი თავშესაფარი მიეღოთ პაკისტანში მას შემდეგ, რაც თავიანთი ქვეყანა „თალიბანის“ მუქარის გამო დატოვეს. მათ შორის არიან ერთ-ერთი უნივერსტეტის ყოფილი დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი კონსულტანტი, ტელეწამყვანი და ქაბულში არსებული საიდუმლო სკოლის მასწავლებელი. ერთ-ერთ ქალს თან სამი მცირეწლოვანი ბავშვი ახლავს.

ქალთა უფლებების აქტივისტი და მკვლევარი ნავინ ჰაშიმი  მთავრობასთან თანამშრომლობდა. იგი მინისტრის მრჩეველი იყო პოლიტიკურ საკითხებში. მას „თალიბანი“  სიკვდილით ემუქრებოდა. ამიტომ იძულებული გახდა, ავღანეთიდან პაკისტანში გაქცეულიყო.

ფრანგული საემიგრაციო და ლტოლვილთა არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ქალებს, რომლებსაც „თალიბანის“ მხრიდან საფრთხე ემუქრებათ   და რომლებსაც ავღანეთში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend