კატეგორიები

შტორმები ევროპაში

შტორმები ევროპაში

ჯერ ძლიერი სიცხე იყო, ახლა კი ქარიშხალი. ძლიერმა ქარმა და ძლიერმა ნალექმა ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობა გამოიწვია.

სირთულეები შეექმნათ მძღოლებსაც, რომლებსაც რთულ პირობებში უწევდათ გზის გაკვლევა.

ესპანეთის დანარჩენ ნაწილშიც გასულ უქმეებზე რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა.
კატალონიის ზოგიერთ რეგიონში ერთ კვადრატულ მეტრზე 100 ლიტრი ნალექი მოვიდა, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ მანქანაში ჩარჩენილი ერთი ადამიანი გადაარჩინეს.

უხვი ნალექი მოვიდა და ძლიერი ქარი იყო ჩრდილოეთ იტალიაშიც, სადაც ძლიერმა ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა სახურავები.

გენუას მცხოვრებლებს ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს. ქვეყნის ამ ნაწილში პოპეას ციკლონი ვრცელდება, რომელიც ჩრდილოეთ ევროპიდან ნელ-ნელა სამხრეთისკენ მიემართება.

საბერძნეთში კი ტყის ხანძრები მძვინვარებს. ერთ-ერთი ხანძარი, რომელიც ანდროსის კუნძულზე, სავარადუდოდ მეხის ჩამოვარდნის გამო გაჩნდა უკვე ლოკალიზებულია.
თუმცა მეხანძრეები ძლიერი ქარისა და ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ადგილზე აგრძელებენ მუშაობას.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთმა უკრაინულ “ოშადბანკს” ამოღებული ფული და ოქრო დაუბრუნა ინტერნეტში იტალიის პრემიერის ყალბი ფოტომასალა ვირუსულად გავრცელდა
სხვა ამბები