კატეგორიები

ვარშავასთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ვარშავასთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომის ანგარს დაეცა. ინციდენტი პოლონეთის დედაქალაქიდან 47 კილომეტრში მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი რთულ მეტეოროლოგიური პირობებში ცდილობდა დაშვებას. დაშავდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც წვიმის დროს ანგარს

აფარებდნენ თავს. შემთხვევას ემსხვერპლა პილოტიც. დაშავებულთა შორისაა მცირეწლოვანი ბავშვიც.

დაკავშირებული ამბები
ვარშავაში ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება აშშ პოლონეთში დამატებით 5,000 სამხედროს გაგზავნის
სხვა ამბები