კატეგორიები

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მკურნალობას სახელმწიფო დაუფინანსებს

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მკურნალობას სახელმწიფო დაუფინანსებს

საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნებათ – ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვთა რაოდენობა ყოველწლიურად 300-მდეა და მათი მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ სამ ქვეყანაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები