მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში წვიმის შედეგად ნალექი კვადრატულ მეტრზე 40 ლიტრს აღწევს

რუმინეთში წვიმის შედეგად ნალექი კვადრატულ მეტრზე 40 ლიტრს აღწევს

ცენტრალურ რუმინეთში ძლიერი წვიმებისა და შტორმების გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. განსხვავებული კლიმატია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.  ქვეყნის სამხრეთში სითბური ტალღის გამო ძლიერი სიცხეა, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი უხვი ნალექი და შტორმებია.

რუმინეთის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ნალექი გარკვეულ ადგილებში კვადრატულ მეტრზე 40 ლიტრს აღწევს. გამოცხადებულია განგაშის ნარინჯისფერი დონე. უხვ ნალექს ვარაუდობენ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებშიც. ასევე იქროლებს ძლიერი ქარი, გარკვეულ ადგილებში კი მოსალოდნელია სეტყვაც.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს,  რომ წყალი ძალიან სწრაფად ჩამოეშვა მთიდან და დატბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სარდაფები.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება, ამიტომ ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend