კატეგორიები

ბრაზილიაში შტორმს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში შტორმს 13 ადამიანი ემსხვერპლა

შტორმის შედეგად. 13 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე შტატში რიო გრანდე-დუ სულის მიდამოებში შტატის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე ადამიანის ძებნა კვლავ მიმდინარეობს.

შტატის 35 ქალაქში, 2400-ზე მეტი სამაშველო სამუშაო ჩატარდა. ტროპიკული შტორმი ამ რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.

დაზარალებული ქალაქების მერებმა განაცხადეს, რომ 24 საათში ორჯერ მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოსალოდნელი იყო. მეტეოროლოგების ცნობით. ქარიშხალი ექსტრატროპიკული ციკლონი იყო. ევაკუირებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში რჩება.

„მსგავსი სიტუაცია არასდროს გვქონია. 2011 წელს ჩვენთან ძლიერი ნალექი მოვიდა. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წელს მოხდა ივნისში. ეს იყო რაღაც ატიპიური, მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ 48 წლის ასაკში 34 წლიანი სტაჟით. ვცდილობთ დაკარგულები მოვძებნოთ და ხალხს დავეხმაროთ”, – აცხადებს ბრაზილიის ქალაქ სან-ლეოპოლდის სოციალური დახმარების მდივანი ფაბიო ბერნარდო.

 

Related news
ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში, წყალდიდობის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა რიო დე ჟანეიროში პატარა პაციენტებს სანტა კლაუსი ეწვია
სხვა ამბები