მთავარიაზიაჩინეთიაშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთს კუბაზე ჯაშუშური ბაზა აქვს განთავსებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთს კუბაზე ჯაშუშური ბაზა აქვს განთავსებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კუბაზე ჩინეთს ჯაშუშური ბაზა აქვს განთავსებული, რომელიც მინიმუმ 2019 წლიდან მოქმედებს და აწარმოებს სადაზვერვო ოპერაციებს ფლორიდის შტატიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა. კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ინფორმაციას ცილისმწამებლური უწოდა. ბლინკენის თქმით, ისინი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და  შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

“რაც შეეხება კუბას, როდესაც 2021 წლის იანვარში მთავრობაში ამჟამინდელი ადმინისტრაცია მოვიდა, ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდეს პეკინის მცდელობების შესახებ, რათა მთელს მსოფლიოში გააფართოონ საზღვარგარეთის ლოჯისტიკა, ბაზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გაზარდონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები უფრო დიდ მანძილებზე. ისინი გაფართოების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილავენ რამდენიმე ადგილს. მათ შორისა კუბაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ცენტრი. ფაქტობრივად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 2019 წელს კუბაზე არსებული სადაზვერვო ინფორმაციის ცენტრი განაახლა”,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend