მთავარიევროპაუკრაინაკრემლში მოსკოვზე სამხედრო დრონებით იერიშს კიევს აბრალებენ

კრემლში მოსკოვზე სამხედრო დრონებით იერიშს კიევს აბრალებენ

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ცაში 8 სამხედრო დრონი გაანადგურა.

კრემლში სამხედრო დრონებით იერიშს კიევს აბრალებენ, მოსკოვმა კი უკრაინის დედაქალაქზე ბოლო 24 საათის განმავლობაში სამჯერ მიიტანა იერიში.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ 5 სამხედრო დრონი ჩამოაგდეს, 3 კი დააზიანეს და შედეგად სამხედრო დრონებმა მიზნამდე ვეღარ მიაღწიეს.

კრემლში სამხედრო დრონებით თავდასხმას კიევის რეჟიმის მიერ მიტანილი ტერორისტული თავდასხმა უწოდეს. უკრაინული მხარე ბრალდებას უარყოფს,

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვზე სამხედრო დრონებით თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია.

„პრეზიდენტი დღეს დილიდან მუშაობს. მან სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღო თავდასხმის შესახებ. პრეზიდენტს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო აწვდის. პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა დედაქალაქის მერმაც. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ შესაბამისად იმუშავა, მომხდარი თავდასხმა კი ნათელია მაგალითია იმისა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

დედაქალაქზე სამხედრო დრონებით მიტანილ იერიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მეთაურმაც.

„რატომ დაფრინავენ მოსკოვის თავზე ეს სამხედრო დრონები? ეს არავის ადარდებს, რა ქნან მოქალაქეებმა, მე აღშფოთებული ვარ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ეს არ ადარდებთ. მოსახლეობას აქვს უფლება, რომ კითხვები დასვას. მე უკმაყოფილო ვარ და გაბრაზებული“, – განაცხადა „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა.

სამხედრო დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა ყვებიან მოსკოვის მკვიდრნი:

„სახლში სამართალდამცველებმა მომაკითხეს, მითხრეს მომხდარი თავდასხმის შესახებ და უსაფრთხოებისთვის მცირე ხნით სახლის დატოვება მირჩიეს. გავიგე, რაც მოხდა ვიცი, რომ სამხედრო დრონი ჩემი მეზობლის ბინაში შეფრინდა, შედეგად არავინ დაზიანებულა, სახლში სამი არასრუწლოვანი იმყოფებოდა, მადლობა ღმერთს რომ ისინი არ დაშავდნენ.“

„დაახლოებით დილის 5 საათზე ხმაური გავიგე, მინის ჩამსხვრევის ხმაც მომესმა, ნგრევის ხმაც იყო. სამართალდამცველები მოვიდნენ და მდგომარეობა გაგვაცნეს“

„აფეთქების ხმა მომესმა მაგრამ ვერ გავიგე რა ხდებოდა. ფანჯარაში გავიხედე და მეგონა მიწისძვრა მოხდა, მერე მითხრეს, რომ სამხედრო დრონით თავდასხმა იყო”.

ეს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, მოსკოვზე მეორე თავდასხმაა, პირველად შეტევა კრემლის შენობაზე მიიტანეს. ორივე თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის აუღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend