მთავარიმსოფლიორუსეთი მარცვლეულის შეთანხმების ორი თვით გახანგრძლივებას დათანხმდა

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების ორი თვით გახანგრძლივებას დათანხმდა

რუსეთი თანახმაა, მარცვლეულის შეთანხმება 2 თვით გახანგრძლივდეს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილს ებრძვიან.
თავდაპირველი შეთანხმება გასულ ზაფხულს მიიღეს. შეთანხმების ორი თვით განახანგრძლივება თურქეთისა და გაეროს ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერღოღანის განცხადებით, შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი შეასრულეს რუსმა და უკრაინელმა მეგობრებმაც.

თავდაპირველი გარიგება უკავშირდებოდა  რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტს, რომლის საშუალებაც, როგორც მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს,  არ ჰქონდათ.  სწორედ ამიტომ ეჭვობდნენ, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდოდა.

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება შეთანხმების გახანგრძლივებას და აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, უკრაინული და რუსული პროდუქტებით იკვებება მსოფლიო. შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში მილიონობით ტონა საკვები იქნა ექსპორტირებული.  სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების მარაგი მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ადამიანებთან იგზავნება.
30 000 ტონა ხორბლით დატვირთულმა გემმა უკვე დატოვა უკრაინის პორტი და სუდანისკენ მიემართება.

რუსეთში კი აცხადებენ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები.

მოსკოვის მხრიდან რაიმე სახის  სარგებლის მიღებაზე არაფერს ამბობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend