კატეგორიები

9 აპრილის მემორიალი მთავრობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს

9 აპრილის მემორიალი მთავრობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის მემორიალთან იკრიბებიან მოქალაქეები და ადგილზე ყვავილები მიაქვთ. მემორიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა მინისტრებმა, გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები.

 

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები