კატეგორიები

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, დღეს რუსეთში ჩადის, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთის პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთში.

ჩინეთი ცდილობს ითამაშოს “კონსტრუქციული როლი” რუსეთ-უკრაინის ომში. თებერვალში ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც დასავლეთი სკეპტიკურად უყურებს. ვლადიმერ პუტინი კი სი ძინპინის ვიზიტის მიმართ იმედიანადაა განწყობილი.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს
სხვა ამბები