მეცნიერები ეძებენ გზებსა და გამოსავალს, რომ ბუნების დაზიანება და გარემოზე ზემოქმედება შემცირდეს. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგების შესამსუბუქებლად, სპეციალისტები ერთ-ერთ გამოსავალს განახლებადი ენერგიის ფართოდ გამოყენებაში ხედავენ.
ასევე თვლიან, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების ასათვისებლად. მაგალითად, უკვე იყენებენ მზის ენერგიას. წყლის რესურსები კი საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყაროა.
როგორ ასრულებს ქვეყანა საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს? რა როლი აქვს ამ ღონისძიებებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგების შერბილებაში? ევრონიუს ჯორჯიასა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მორიგი სერია სწორედ ამ საკითხებს ეხება.
ავტორები: ნანუკა მეშველაშვილი, დავით კეკენაძე
ოპერატორები: ვახო ლეკიაშვილი, გიორგი ცოფურაშვილი