შავი ზღვის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების კუთვნილი დრონი რუსული სამხედრო საჰაერო ხომალდთან, სუ 27 თან შეჯახების შემდეგ ჩამოვარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირე სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსულ მხარესთან კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა.
განცხადება გააკეთეს პენტაგონის წარმომადგენლებმაც.
„რუსულმა სამხედრო საჰაერო ხომალდმა ჩვენი დრონის სიახლოვეს საწვავის დაცლა დაიწყო შემდეგ კი იმდენად მიუახლოვდა დრონს, რომ მცირე კონტაქტის შედეგად დრონმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. დაზიანება მიიღო რუსულმა საჰაერო ხომალდმაც, მაგრამ მან დაშვება მოახერხა, მეტი დეტალის გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ’, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა გენერალმა პეტ რაიდერმა.
მოსკოვში კი ამბობენ, რომ მათ სამხედრო საჰაერო ხომალდს ამერიკული დრონი არ ჩამოუგდია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ფედერაციის ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვს ვაშინგტონთან დაპირისპირება არ სურს.
„ხსენებული სამხედრო დრონით 2 ათას კილომდე ბომბების გადატანა შეიძლება. საინტერესოა როგორი რეაქცია ექნებოდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსულ სამხედრო დრონი ნიუ იორკის ან სან ფრანცისკოს სიახლოვეს რომ აღმოეჩინათ, ეს ყველამ ვიცით”, – ამბობს აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.
ევროპაში ამერიკული ჯარების სარდლობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსული სამხედრო საჰაერო ხომალდები ამერიკულ დრონებს ხშირად უშლიან საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილებას.