მთავარიევროპათურქეთითურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 48 ათასამდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 48 ათასამდე გაიზარდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰათაის პროვინციაში კარვების ქალაქების მონახულებისას პირობა დადო, რომ მთავრობა ყველაფერს აღადგენს.

რეგიონი 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზარალდა.

11 პროვინციაში ასიათასობით ადამიანი კარვებსა და დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერდოღანი და მისი მთავრობა არასათანადოდ იყვნენ მომზადებული სტიქიური უბედურებისთვის. თურქეთი კი, როგორც ცნობილია,   სეისმურად აქტიური ზონაა.

თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 48 ათასამდე გაიზარდა. 6000-ამდე ადამიანი დაიღუპა სირიაში. ჰათაის პროვინციაში რამდენიმე განმეორებითი ძლიერი ბიძგიც იყო.

16 მარტს ბრიუსელში გაიმართება  დონორთა საერთაშორისო  კონფერენცია, რომლის მიზანი დაზარალებული რეგიონების აღსადგენად თანხის შეგროვებაა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალი 35 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თურქული ბიზნესჟურნალი კი  ამტკიცებს, რომ ზარალი 45 მილიარდი დოლარის ოდენობისაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend