კატეგორიები

ბახმუტის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გრძელდება

ბახმუტის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გრძელდება

ორშაბათს უკრაინის სამხედრო ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ და  ქალაქ ბახმუტს აუცილებლად შეინარჩუნებენ.

ქალაქის აღებას, რასაც რუსული ძალები უკვე ექვსი თვეა ცდილობენ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბახმუტი ნანგრევებად არის ქცეული.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავმჯდომარეობდა შეხვედრას, რომელზეც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ქალაქის დაცვასა და ბახმუტში უკრაინელთა პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამავდროულად, რუსული ძალები კვლავ ბომბავენ  დონეცკის რეგიონის ქალაქსა და მიმდებარე სოფლებს.

ბოლო ინფორმაციით, რუსი სამხედროები ბახმუტს სამი მიმართულებიდან უტევდნენ.  „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი  დარწმუნებულია, რომ ქალაქს მალე აიღებენ.

დაკავშირებული ამბები
უკრაინასა და რუსეთს შორის არშემდგარ ენერგოზავზე ტრამპი აცხადებს, რომ „შეთანხმება სრულდება“ სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს
სხვა ამბები