მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: უკრაინის ჯარმა შესაძლოა ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს

ზელენსკი: უკრაინის ჯარმა შესაძლოა ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ვუჰლედართან, სამკვირიანი ბრძოლის შედეგად 130 ტანკი და ჯავშანმანქანა დაკარგა. ამ მიდამოებში რუსული ტანკის აფეთქების ამსახველი კადრები გასულ კვირას გავრცელდა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე ბრძოლების შედეგად რუსეთს დიდი ზიანი მიადგა.

ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა დასახლებას რუსული დაბომბვის კვალი ნათლად ეტყობა.

ქალაქ ბახმუტში კი, სადაც უკრაინის ჯარის სხვა შენაერთებთან ერთად აზოვის პოლკის მეომრებიც არიან, გრძელდება ბრძოლები. რუსეთის მიზანი ქალაქის აღებაა. რუსეთისთვის ამ ბრძოლას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.

ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი მიიჩნევს, რომ ბახმუტი  საბრძოლო თვალსაზრისით რთული ადგილია, რადგან აქ მტრის ძალაა მობილიზებული. მისი თქმით, ოკუპანტებს აქვთ მიზანი და ყველა რესურსს სწორედ აქ იყენებენ.

პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მრჩევლები კი აცხადებენ, რომ უკრაინის ჯარმა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბახმუტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

ომი კი გრძელდება. ჩასივ-იარში, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, მშვიდობიანი მოსახლეობა მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ცხოვრებას აგრძელებს. ქალაქში არ არის გათბობა და წყალი.

მოქალაქეები  დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend