მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში ორწლიანი გვალვის გამო წყალზე შეზღუდვა დაწესდება

ესპანეთში ორწლიანი გვალვის გამო წყალზე შეზღუდვა დაწესდება

ჩრდილოეთ ესპანეთში, კატალონიაში, გვალვის გამო, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება, წყლის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება.

ზომები შეეხება 224 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ბარსელონასა და ჟირონას.

წყლის სისტემა, რომელიც რეგიონს ამარაგებს, თითქმის 25-თვიანი გვალვის გამო მხოლოდ 27 პროცენტით არის სავსე.

ქვეყანაში აიკრძალება კერძო ბაღებისა და საჯარო სივრცეების მორწყვა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას კი 40%-ით უნდა შემცირდეს წყლის მოხმარება.

თუმცა გვალვა მხოლოდ ესპანეთს არ უქმნის პრობლემებს.

იტალიაში, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც უკვე მეორე წელია, მცირე ნალექია. აქ წვიმა და თოვლი იშვიათობაა.

საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის კრიზისია მოსალოდნელი.

საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი ბერანჟერ კუიარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოქმედება და გეგმის შემუშავება. მისი შეფასებით, ამ საკითხში ისინი მეზობელ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩებიან. ბერანჟერ კუიარი აღნიშნავს, რომ  საჭიროა ახალი მილები,  რადგან ბევრ ადგილას ჟონავს წყალი, ამიტომ დანაკარგი საკმაოდ დიდია.

საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ცდილობენ, დროულად შეიმუშაონ გეგმა წყალთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend