მთავარიევროპაუკრაინაბახმუტისთვის ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ - ზელენსკი

ბახმუტისთვის ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ – ზელენსკი

ბახმუტის ყოველი ქუჩა სისხლით არის დაფარული”, – აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში იმყოფება. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსული მხარის მძიმე იერიშებს გამო უკრაინელი სამხედროები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან.

უკრაინელი ჯარისკაცი  ყვებიან, რომ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვიღაც იღუპება. ერთი დღეც არ გადის, რომ გარდაცვლილის გამოყვანა არ გახდეს საჭირო, რათა სახლში გადაასვენონ. მის თქმით, მთელ მათ რესურს გარდაცვლილების გამოყვანას ახმარენ, იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთრი სიცოცხლე გაწირეს და ასევე დაჭრილების, რათა მათ სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

ბოლო დროს რუსებმა პირდაპირ შეტევაზე გადასვლას არჩიეს ქალაქი ალყაში მოაქციონ და მოკვეთონ დანარჩენი ნაწილებისგან. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა გააგრძელებს ბახმუტისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებენ. მიუხედავად სიძნელეებისა, უკრაინელები მამაცად იბრძვიან.

ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ამბობს, რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, ბახმუტი, ყირიმი, ყველაფერი უკრაინის იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend