მთავარიევროპათურქეთიმიწისძვრის მძიმე შედეგები თურქეთში

მიწისძვრის მძიმე შედეგები თურქეთში

ორშაბათს თურქეთის სამხრეთში მომხდარი ძლიერი ბიძგების შედეგად შენობები კვლავ დაინგრა. მაშველებმა კი განაახლეს მუშაობა ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოსაყვანად. დაინგრა ის შენობები, რომლებიც თითქმის ორი კვირის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ჰათაის პროვინციაში მუსტაფა ქემალის უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა დაინგრა.

მძიმე ვითარება იყო თურქეთისა და სირიის საზღვარზეც. ორშაბათს მომხდარმა ბიძგებმა, რომელთაგან ერთ-ერთი 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, გამოიწვია პანიკა, დაიღუპა მინიმუმ 6 ადამიანი.

ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფო მიუხედავად იმისა, რომ შენობა დაზიანებულია, მაინც იღებს პაციენტებს. ნაკლებად დაშავებული პაციენტები საავადმყოფოს წინა მხარეს გადაიყვანეს, სადაც საველე ჰოსპიტლებია მოწყობილი.

მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ვერ ახერხებენ ბანაობას, რის გამოც მძიმე ანტი-სანიტარიული მდგომარეობაა შექმნილი, იზრდება დაავადებების გავრცელების რისკებიც. მოქალაქეები თავის მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend