კატეგორიები

ისრაელში ქნესეთმა სასამართლო სისტემის გადახედვას დაუჭირა მხარი

ისრაელში ქნესეთმა სასამართლო სისტემის გადახედვას დაუჭირა მხარი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ, უამრავი ისრაელელის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის გადახედვას.

63 ხმით 47-ის წინააღმდეგ დამტკიცდა პირველადი გეგმა, რომელიც  ნეთანიაჰუს კოალიციას უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხში. ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს დასუსტებასა და მმართველი კოალიციის ძალაუფლების გაზრდას.

კენჭისყრამდე კანონმდებლებმა ცხარე დებატები გამართეს. სიტყვით გამოსვლის დროს ისმოდა შეძახილები. რამდენიმე დეპუტატი დარბაზიდანაც კი გააძევეს.

ათასობით მომიტინგემ, რომლებიც ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, საპროტესტო მსვლელობა გამართა. პრემიერ-მინისტრის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ  ნეთანიაჰუს ამ ცვლილებებით ძალაუფლების შენარჩუნება სურს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ახლა მოსამართლეებს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრისადმი ლოიალური დამოკიდებულების საფუძველზე დანიშნავენ.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ
სხვა ამბები