კატეგორიები

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოტქაიმ განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 7840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

ამასთან, სირიაში მიწისძვრას სულ მცირე 1444 ადამიანი ემსხვერპლა. შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, რვაჯერ გაიზარდოს.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს
სხვა ამბები