კატეგორიები

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა – ინფორმაციას Associated Press ავრცელებს

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიაში სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.

თურქეთსა და სირიაში მაშველები დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

ნატო-მ, ევროკავშირმა და კიდევ 45 ქვეყანამ კატასტროფის შედეგებთან გამკლავების მიზნით დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

დაკავშირებული ამბები
ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა
სხვა ამბები