კატეგორიები

„გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი კვლევა

„გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი კვლევა

2021 წლის მონაცემებით გარემოს დაცვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, არცერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. – წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალ კვლევაში. ანგარიშში საუბარია იმაზე თუ რა სახის კანონმდებლობები აქვს სხვადასხვა ქვეყანას გარემოს დაცვის სფეროში, რა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის ამ სფეროში და რამდენად ქმედითია ისინი პრაქტიკაში.

კვლევაში საუბარია დანაშაულის გამოვლენაზე, ცნობიერების ნაკლებობაზე, მცირე ოდენობის ჯარიმებზე, საგამოძიებო უწყებების თანამშრომლების დამოკიდებულებასა და გარემოს დაცვის საკითხზე მოსამართლეთა კვალიფიკაციის ნაკლებობაზე.

ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევის ავტორების თქმით აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინაც როდესაც სახეზე არაუშუალოდ ზიანი, არამედ ზიანის მიყენების საფრთხეა.

კვლევა 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

 

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის ზავის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას კიევი „აბსოლუტურ ცინიზმს“ უწოდებს
სხვა ამბები