მთავარიამერიკააშშმონტერეი პარკში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

მონტერეი პარკში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

მონტერეი პარკში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ათიდან ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ფარგლებში, 72 წლის ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციელებმა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს.

ლოს ანჯელესის პოლიციის შერიფის, რობერტ გუნას განცხადებით, მათ ამოიღეს ერთი შაშხანა(თოფი), ელექტრონული მოწყობილობები – მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა. ასევე ნივთები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ეჭვმიტანილი მაყუჩიან იარაღს ამზადებდა.

რობერტ გუნას ინფორმაციით, მონტერეი პარკში დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია 42 ვაზნა და დიდი მოცულობის მჭიდი.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია დამნაშავის მოტივი.

ჟურნალისტებთან საუბრისას, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ამერიკაში მწვავედ დგას იარაღის შენახვა ტარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნიუსომის შეფასებით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ქცევის დარღვევით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებს არ აწყდებიან, ამ თვალსაზრისით, არც ამერიკაა  გამორჩეული. გუბერნატორი საყურადღებოდ მიიჩნევს, ეს დიდი მოცულობის მჭიდებს, რომლებსაც წამებში შეუძლია უამრავი ადამიანის განადგურება. მისი თქმით, ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, ხოლო ეს საკითხი ქვეყანაში რომ არ განიხილება, კომიკური და სამარცხვინოა. გევინ ნიუსომი ამბობს, რომ ეს არის საღი აზრისა და ღირსების უგულვებელყოფა.

გუბერნატორი ფედერალური მთავრობას მოუწოდებს, ცეცხლსასროლ იარაღზე უფრო მეტი შეზღუდვა დაწესდეს.

მიმდინარე თვეს ეს უკვე  მასობრივი სროლის მეხუთე შემთხვევაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend