მთავარიევროპაგერმანიაშეხვედრა რამშტაინის სამხედრო საჰაერო ბაზაზე

შეხვედრა რამშტაინის სამხედრო საჰაერო ბაზაზე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე რამშტაინის სამხედრო საჰაერო ბაზაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე რიგით მერვე შეხვედრა იმართება.

შეხვედრას ესწრებიან ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით ვაშინგტონი კიევს დამატებით 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღებასა და ტყვიაწამალს გადასცემს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც რამშტაინის სამხედრო საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას ონლაინფორმატში შეუერთდა აცხადებს, რომ შეიარაღების მიწოდების ტემპი უნდა დაჩქარდეს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემა კრემლს ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინას 25 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend