კატეგორიები

ბუბას სიმაღლეზე ფრენა

ბუბას სიმაღლეზე ფრენა
საქართველო ბუბა კიკაბიძეს დაემშვიდობა – ყველასთვის საყვარელ ქართველ კინომსახიობს, მომღერალს, სცენარისტს, კინორეჟისორსა და მრავალი სიმღერის ავტორს.
მრავალი ჯილდოს მფლობელს, როგორც თავის სამშობლოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კაცს, რომელმაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გაიყოლა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, სადაც მისი კინოგმირები უნახავთ, ან მისი სიმღერა გაუგონიათ.
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, მან უარი თქვა რუსეთში საესტრადო საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. 2022 წლის თებერვალში დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ის თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან უამრავმა თაყვანისმცემელმა განსაკუთრებული სიყვარულით გააცილა.
ნანუკა მეშველაშვილი
Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები