კატეგორიები

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, რაც მანამდე იყო”- ჯანდაცვის მინისტრი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, რაც მანამდე იყო”- ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 16 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ჰკითხეს. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, ეთანხმება თუ არა მინისტრი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და თითქოს ადგილი აქვს მისი მხრიდან სიმულაციას.

ზურაბ აზარაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შემდეგ კი დაამატა, რომ არ ჰქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ბოლოს კი თქვა, რომ გუშინწინდელი ინფორმაციით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, რაც მანამდე იყო.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისვლის გადაწყვეტილება არ მიუღია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები