მთავარიაზიატაივანიტაივანის პრეზიდენტი სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია

ტაივანის პრეზიდენტი სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი არმიის მექანიზებულ ქვეითთა ბატალიონს და საჰაერო ძალების ქვედანაყოფს ეწვია.

ქალაქ ჩიაიში განთავსებული სამხედრო ობიექტების მონახულებისას, პრეზიდენტმა სამხედროები გაამხნევა და ახალი წელი მიულოცა.

ცაი ინგ-ვენის განცხადებით, ტაივანის არმია, მისი ყველა დანაყოფი, სრულ მზადყოფნაშია მტრის მოგერიებისთვის. ამჟამად აღნიშნული სამხედრო შენაერთები წრთვნებს გადიან.

საჰაერო ძალების ქვედანაყოფები სიმულაციურ წრთვნებში ძირითადად ჩინეთის შეიარაღების წინააღმდეგ საჭირო სწავლებას გადიან.

„მინდა გავიმეორო, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უწყვეტი მობილიზება და წრთვნები ტაივანის საზღვრების სიახლოვეს, არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა სტაბილურობას. ვინაიდან ავტორიტარიზმის გაფართოების საშიშროების წინაშე ვდგავართ, ჩვენ იძულებული ვართ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამშობლოსთვის სამსახურისთვის და გაგამხნევოთ. ჩვენი საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვედანაყოფი, სრულად მზადყოფნაშია ნებისმიერი შეტევის მოგერიებისთვის. გასული წლის აგვისტოდან, ტაივანის სამხედრო ძალები, ყველა ტიპის საფრთხის წინაშე შესაბამის მზადყოფნაშია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend