მთავარიევროპასერბეთირუსეთის მოქალაქეები სერბეთში

რუსეთის მოქალაქეები სერბეთში

სერბეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთიდან სერბეთში რუსეთის 300 000-მდე  მოქალაქე გადავიდა. ახლა ისინი მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან. თუმცა წელს მათთვის განსხვავებული შობა იქნება.

რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე იულია სლავინაც ამბობს, რომ წელს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დისტანციურად დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. მართალია, ისინი შორს არიან ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც ემიგრაციას უკავშირდება.

თვითმფრინავის ბილეთები ძალიან გაძვირებულია, ყველა ვერ ახერხებს, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდეს შობის დღესასწაულს.

თუმცა ზოგიერთი მაინც გეგმავს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსვლასა და  ახლობლებთან ერთად შეკრებას.

რუსეთის მოქალაქეებისთვის აქ უჩვეულო გარემოა, რადგან სერბეთში ამ დროს არ არის თოვლი, პირიქით,  თბილი ამინდია სანქტ-პეტერბურგთან შედარებით, სადაც ახლა მინუს 10 გრადუსია.

მიუხედავად ყველაფრისა, რუსები მალე ეჩვევიან აღმოსავლეთევროპული ქვეყნის ტემპერატურას და ტკბებიან ბელგრადის სადღესასწაულო ატმოსფეროთი.

ქალაქი განათებული და  მორთულია, ქუჩებში კი გლინტვეინის სუნი იგრძნობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend