კატეგორიები

კალიფორნიაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

კალიფორნიაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ძლიერი ქარიშხლისა და წვიმის გამო განგაშია გამოცხადებული კალიფორნიის შტატის სანაპიროებთან.

დაზიანებულია საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

ყველაზე საშიში ზონებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მიმდინარეობს.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გუშინ, 4 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

2018 წელს მსგავსი მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაუქმებული ან გადადებულია ყველა სახის ავიარეისი.

დაკავშირებული ამბები
აშშ აცხადებს, რომ „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში „შავი ჭირის“ დაავადების შესაძლო გავრცელებას Flydubai-ის ინციდენტთან ირანის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ტრამპი „ძალიან ძლიერად“ დარტყმით იმუქრება
სხვა ამბები