მთავარიევროპაუკრაინაპარიზში უკრაინისთვის ზამთარში მხარდასაჭერად დონორი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ

პარიზში უკრაინისთვის ზამთარში მხარდასაჭერად დონორი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ

რამდენიმე სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მეთაური პარიზში უკრაინისათვის ზამთარში დახმარების გაწევის თაობაზე სასაუბროდ შეიკრიბა.

საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა უკრაინის პირველი ლედიც, ოლენა ზელენსკა.

პარიზში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში უკრაინელი ერის დახმარების მიზნით შეგროვებული მილიონობით ამერიკული დოლარის განკარგვის შესახებ მსჯელობენ.

ოკუპანტების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგად, სახელმწიფოს ბევრ ქალაქში მოსახლეობას სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსული მხარის მიერ არჩეული სტრატეგია ცინიკურია.

„უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვების ფონზე, რუსულმა მხარემ, რომლის სამხედრო სისუსტე ნათელია, ცინიკურ სტრატეგიას მიმართა და უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე დაიწყო იერიშების მიტანა იმ იმედით, რომ სწორედ ამ გზით მოახერხებენ უკრაინელი ერის გატეხვას. რუსული მხარე ლაჩრულად იქცევა, როდესაც უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურას უტევს, მათი მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დათესვაა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოქტომბრის შემდეგ ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშების შედეგად უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ნახევარი განადგურებულია. კიევში აცხადებენ, რომ კრემლის მიზანი ევროპაში ლტოლვილთა ახალი ტალღის შექმნაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend