მთავარიმსოფლიოდიდი შვიდეულის ლიდერები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ლიდერები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

უკრიანის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთშია. იგი შეხვედრებს მართავს  როგორც საფრანგეთის ხელისუფლებასთან, ასევე იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. მთავარი განსახილველი თემა კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომი და მძიმე ზამთრის გადატანაა, ასევე მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დაფინანსება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს, უფრო მეტი რაოდენობით მიაწოდონ ბუნებრივი აირი უკრაინას.

“ტერორიზმის გამო, რომელიც ჩვენი ელექტროსადგურების წინააღმდეგაა მიმართული,  იძულებული ვართ, გამოვიყენოთ იმაზე მეტი ბუნებრივი აირი ვიდრე განსაზღვრული იყო. სწორედ ამიტომ გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა ამ ზამთარში. საუბარია დაახლოებით ორ მილიარდ კუბურ მოცულობაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეხვედრის შემდეგ დიდი შვიდეულის თავმჯდომარემ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ საკითხებზე, რომლებიც  უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება კაცობრიობის მთავარი ამოცანა, რომელიც შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავებულ  მარშალის გეგმას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

უკრაინელები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრებას ეგუებიან. რუსეთი მუდმივად ბომბავს ქვეყნის ინფრასტრუქტურას.

შაბათ-კვირას რუსეთმა ირანული წარმოების დრონები გამოიყენა ოდესის ორ ენერგეტიკულ ობიექტზე, რის გამოც 1,5 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend