ვაშინგტონი, ტოკიო, კანბერა და მანილა ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მიერ წარმოებული აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფონზე, ოთხი სახელმწიფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს სამხედრო წვრთნა რეგიონში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლისა და ვაჭრობის დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.
პეკინსა და მანილას შორის დავა ტერიტორიულ წყლებზე 2013 წელს დაიწყო, 2016 წელს კი საერთაშორისო დავის დასასრულს პეკინმა უარი განაცხადა სამართლებრივ პროცესში მონაწილეობაზე და დღემდე არ აღიარებს დავის შედეგად წარმოებულ სამართლებრივ შედეგებს და განაგრძობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მეტი ტერიტორიის დაკავებას ხელოვნური კუნძულების მშენებლობით.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ რეგიონში პირდაპირი ინტერესი არ ამოძრავებთ, გარდა ფილიპინების სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისა.