მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი: „ყველა რადიკალი „ენჯეოს“ უკან რადიკალი დონორი დგას"

შალვა პაპუაშვილი: „ყველა რადიკალი „ენჯეოს“ უკან რადიკალი დონორი დგას”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, რადიკალი დონორები დგანან.

მაგალითად კი ახსენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაფინანსებას და მისივე მტკიცებით, ამ ორგანიზაციის რადიკალურ ქმედებებს შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

თავის განცხადებაში პაპუაშვილი საუბრობს შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეზე. პაპუაშვილის თქმით, ერიკ ოტოსონი ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ მოეწყოთ უკრაინის მაიდნის მსგავსი გადატრიალება.

“ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსებაა.

შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია”, – ნათვქამია განცხადებაში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend