მთავარიევროპაუკრაინადასავლეთის ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად

დასავლეთის ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გამოხატა დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტის მეუღლესთან, ოლენ ზელენსკასთან ერთად ქალაქ ირპინს ესტუმრა. ირპინი იყო ერთ-ერთი ქალაქი, სადაც რუსეთის არმიამ უკან დახევისას უამრავი მსხვერპლი და დანგრეული შენობები დატოვა.

პირველ ლედისთან შეხვედრამდე იგი ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელთანაც ევროკომისიის პრეზიდენტს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

აშშ-მ გადაწყვიტა, სანქციები დაეწესებინა რუსეთის მარიონეტული თანამდებობის 22 პირისთვის. 5 მათგანს ასობით ტონა მარცვლეულის ქურდობა ედება ბრალად.

ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, გამოჩენილი სიმამაცის გამო უკრაინელ ხალხს მედიაპრიზი გადაეცემა.

კიევის მერის ძმას ვლადიმირ კლიჩკოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ჯილდოს გადაცემა არ არის საკმარისი.

„ბატონო კანცლერო, ალბათ, მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა სიტყვებმა. ის ვალდებულება, რომელიც თქვენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინაშე აიღეთ, არაა საკმარისი. მხოლოდ სიტყვების მოსმენა არ გვინდა, საქმეც უნდა დავინახოთ”. – განაცხადა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ

კლიჩკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნების მთავრობებს, რუსეთის მოქალაქეებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები, რათა ომის დროს ვერ შეძლონ ევროპაში გამგზავრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend