მთავარიაზიაჩინეთიWHO: ზამთარში ჩინეთში შესაძლოა, კორონავირუსით 800 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

WHO: ზამთარში ჩინეთში შესაძლოა, კორონავირუსით 800 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

რა მდგომარეობაა ჩინეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით? პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პეკინს კორონავირუსთან ბრძოლაში უფრო მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზამთარში ჩინეთში კორონავირუსით 800 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდება, თუმცა ინფორმაცია, რომელიც პეკინიდან ვრცელდება, არასრული და არაზუსტია.

ჯანმო ძალიან შეშფოთებულია ჩინეთში არსებული ვითარებით დაავადების მძიმე შემთხვევების მზარდი ცნობების გამო. ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად ჯანმო-ს სჭირდება უფრო დეტალური ინფორმაცია დაავადების სიმძიმის, ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური თერაპიის მოთხოვნების შესახებ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა.

ცოტა ხნის წინ პეკინმა უარი თქვა ნულოვანი კოვიდის პოლიტიკაზე და პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მკაცრი ზომები შეამსუბუქა. შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ათობით მილიონ მოხუცს აცრა არ გაუკეთებია.

„ვცდილობთ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ვიმოქმედოთ შესაბამისად, რათა ეპიდემია დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას მოვარგოთ. ამჟამად, ყველა ხანდაზმულისთვის ბუსტერდოზა ხელმისაწვდომია. ასევე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო მედიკამენტი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაო ნინგმა.

სიცხისა და თავის ტკივილის წამლების გაყიდვები მთელ ქვეყანაში გაიზარდა. ქალაქებში, როგორიცაა ვუჰანი, სადაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიურად სამ მილიონზე მეტი იბუპროფენის ტაბლეტი ნაწილდება აფთიაქებსა და სამედიცინო ცენტრებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend