მთავარიმსოფლიოევროპააღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წევრი სახელმწიფოების ისტორიაში რთულ პერიოდს ემთხვევა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წევრი სახელმწიფოების ისტორიაში რთულ პერიოდს ემთხვევა

ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხვალ, 15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტზე შეიკრიბებიან.

სამიტს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სამიტის მთავარი მიზანი სტაბილურობისა და თანამშრომლობის მიმართულებით ერთიანი ძალისხმევის პრინციპისადმი ხაზგასმა, საერთო პრიორიტეტების დასახვა და დასახული მიზნების მისაღწევად შესაბამისი რესურსების მობილიზაცია იქნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამომავლო პოლიტიკა ხუთ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული:

  • მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის მშენებლობა;
  • კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება;
  • გარემოს დაცვის მდგრადი პოლიტიკის გატარება;
  • ციფრული ტრანსფორმაცია;
  • თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა;

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტი წევრი სახელმწიფოების ისტორიაში რთულ მომენტს ემთხვევა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია და სამხედრო ინციდენტები ორი სახელმწიფოს არმიებს შორის ხშირი მოვლენაა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი დიდი რაოდენობით რუსული არმიაა მობილიზებული. ბელარუსის ხელისუფლებამ ევროპული მომავლის პერსპექტივაზე უარი განაცხადა მაგრამ ბრიუსელში ამბობენ რომ ბელარუს ხალხთან თანამშრომლობას განაგრძობენ.

რაც შეეხება საქართველოს, ევროპელი პოლიტიკოსები არ მალავენ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო მთელი რიგი იმ რეფორმების გატარება, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირდაპირი ჩართულობით იყო შეთანხმებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend