Meliora 2022 – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყო.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, კონკურსი ყოველწლიურად აცნობს საზოგადოებას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ კორპორატიული პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებულ პროექტებს და მათ შორის საუკეთესოებს აჯილდოებს.
კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას, საკუთარ საქმიანობაში CSR პრინციპები დანერგონ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის მენეჯერმა, ლელა ხოფერიამ ისაუბრა