მთავარიმსოფლიოNATOნატოს გენერალური მდივანი ფხენიანს, თეირანს, მოსკოვსა და პეკინს აფრთხილებს

ნატოს გენერალური მდივანი ფხენიანს, თეირანს, მოსკოვსა და პეკინს აფრთხილებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია ერთობლივად მოქმედებენ და პირველი სამი უკანასკნელს მის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ომში უჭერს მხარს.

“ყოველ დღე უკრაინაზე ახალ თავდასხმასა და ახალ დანაშაულს ვხედავთ. გულწრფელნი უნდა ვიყოთ, ბოლო თვეებია, რაც უკრაინას სათანადო დახმარებას არ ვუწევთ, თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე დავა მიმდინარეობდა. ევროპული მხარის მიერ მიწოდებული კი საკმარისი არ არის და იმაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც ვაცხადებდით. უკრაინას არ აქვს საჰაერო თავდაცვა, უფრო და უფრო მეტი რუსული რაკეტა და სამხედრო დრონი აღწევს სამიზნეს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ დავეხმაროთ უკრაინას. პეკინი მოსკოვის საომარ ეკონომიკას აცოცხლებს, გასულ წელს კრემლმა ელექტრონული ნაწარმის 90% ჩინეთიდან შემოიტანა, სწორედ ამ გზით რუსული არმია სიკვდილს თესავს. ჩრდილოეთ კორეაში ქარხნები რუსული არმიის მომარაგებისთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ირანის ისლამური რესპუბლიკა კი ათასობით სამხედრო დრონსა და რაკეტას აწვდის რუსულ მხარეს. ავტორიტარული რეჟიმები ერთად დგანან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან უკრაინისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend