მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციამ Sony World Photography Awards 2024-ის საერთო გამარჯვებულები გამოაცხადა. წლის საუკეთესო ფოტოგრაფის წოდება მიიღო ფრანგმა ფოტოგრაფმა ჯულიეტ პევიმ, მისი ნამუშევარი ასახავს გრენლანდიის ისტორიის შავ ფურცელს, როდესაც გრენლანდიელი ინუიტი ქალები იძულებით ჩართეს შობადობის კონტროლის პროგრამაში. ის მიიღებს პრიზს 25 000 დოლარის ოდენობით, ასევე Sony-ს აღჭურვილობას და შეეძლება, რომ Sony World Photography Awards 2025-ის გამოფენაზე წარადგინოს ახალი ნამუშევარი.
წელს ფოტოკონკურსზე 220 ქვეყნიდან თითქმის 400 000 ფოტო იყო წარმოდგენილი. კონკურსის შედეგად სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
არქიტექტურისა და დიზაინის კატეგორიაში გაიმარჯვა სიობჰან დორანმა, რომელმაც გადაიღო ფილიპინების წინაპრების ისტორიული სახლები. მან წარმოადგინა იქ მცხოვრები ხალხის არქიტექტურა და ცხოვრების წესი.