მთავარისაქართველოსაქართველოს მოსახლეობის რაოდენობა

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 694 ათას 600 შეადგინა.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მონაცემები 1,1%-ით არის შემცირებული, რაც უწყებით ცნობით, 95%-ით გაზრდილი მიგრაციითაა განპირობებული.

საქსტატის მონაცემებში გამოყოფილია კაცებისა და ქალების მთლიანი რაოდენობაც. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის სრულ რაოდენობაში მილიონ 774 ათას 500 კაცია, ხოლო მილიონ 920 ათას 100 კი ქალია.

ეს მონაცემები უწყებამ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში გამოაქვეყნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend