მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონის “ახალი ევროპა”

ემანუელ მაკრონის “ახალი ევროპა”

“ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ ევროპა არ არის უკვდავი, ის შეიძლება მოკვდეს და ეს დამოკიდებული იქნება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს გადაწყვეტილებები ჩვენ უკვე უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენ უკვე ვეღარ, აღარ გვაქვს უსაფრთხოების მყარი გარანტიები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღწერა მისი ხედვა ევროკავშირის მომავალზე.

შვიდი წლის წინ იმავე ადგილას საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური იცავდა სუვერენულ ევროპას. დღეს ის ხაზს უსვამს ძლიერი ევროპის სამხედრო უსაფრთხოების მნიშვნელობას.

„ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენ საკმარისად არ ვდებდით ფულს საკუთარ მრეწველობაში. ამან გამოიწვია ჩვენი დამოკიდებულება არაევროპულ მრეწველობაზე. ასე რომ, ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვაწარმოოთ, უფრო მეტი უნდა ვაწარმოოთ და უფრო მეტი უნდა ვაწარმოოთ ევროპაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ცივი ომის დასულების შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს სამხედრო ხარჯის შემცირება და ჰიპერგლობალიზაციის ფონზე საერთაშორისო კორპორაციებმა საკუთარი მრეწველობა ევროპიდან გადაიტანეს ისეთ ქვეყნებში, სადაც მუშახელი უფრო იაფი იყო.

ექსპერტების აზრით, სამყაროში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ვიდრე ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე უკვე რამდენიმე წელია დაიწყო, მრეწველობის ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში უკან გადმოტანა.

ემანუელ მაკრონის აზრით, თუ ევროპას სურს ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად, მაშინ ევროპის ლიდერებმა უნდა შეცვალონ ევროპის ეკონომიკური და სავაჭრო სტრუქტურა. უფრო მოთხოვნადი სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტებით ევროკავშირი ეკონომიკურად ვერ გაუწევს კონკურენციას შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, რომლებიც უფრო აგრესიულ ფისკალურ პოლიტიკას ატარებენ თავიანთი ინტერესების დასაცავად.

„თამაშის წესები შეიცვალა. ორმა წამყვანმა საერთაშორისო ძალამ გადაწყვიტა შეწყვიტოს ვაჭრობის წესების პატივისცემა. ძალიან მარტივი სიტყვებით ვთქვი, მაგრამ ეს რეალობაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პრეზიდენტს სურს დააჩქაროს ინდუსტრიული პოლიტიკა ხუთ სტრატეგიულ სექტორში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება ევროპის მომავალში, ესენია: ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგია, კოსმოსი, ბიოტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიები.

თავდაცვის მიმართულებით ევროკავშირმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და მისი გერმანელი კოლეგა ბორის პისტორიუსი პარიზში შეხვდნენ, რათა ხელი მოაწერონ ახალი თაობის საბრძოლო ტანკების ერთობლივი პროგრამის ხელშეკრულებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend