მთავარისაქართველო29 აპრილს სადავო კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

29 აპრილს სადავო კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

პარლამენტში 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა გაიმართება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილის 9 საათზე დაინიშნა. მმართველი გუნდი აპირებს მუხლობრივად განხილოს კანონპროექტი. ამავე დღეს “ქართული ოცნება” გეგმავს კონტრაქციას, რომელიც მათი თქმით, ამ კანონპროექტის მხარდამჭერების მოთხოვნით დაინიშნა.

ამავდროულად ყოველდღიურად გრძელდება საპროტესტო აქციები. სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეების ნაწილი რეგიონებსა თუ დედაქალაქში ყოველდღიურად მართავს კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციებსა და შეხვედრებს. კანონპროექტის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც ქვეყანას დააშორებს ევროპულ გზას. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვის შეახებ განაცხადეს, 6-მა ოპოზიციური პარტიამ დაწერა, რომ უერთდება კვირას, რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის საპროტესტო აქციას. მათი განცხადებით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უთხრან კი ევროპას და არა რუსულ კანონს!

განცხადებაში წერია, რომ მიესალმებიან სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. განცხადების თანახმად, ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის“. პარტიების განცხადებით, 29 აპრილს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული შეკრება ასევე არის ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტი პროტესტი უკვე ათი დღეა, რაც დედაქალაქის ქუჩებში გრძელდება“.

6 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების გარდა ოპოზიციურმა პარტია “ლელომ” ცალკე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ 28 აპრილს ისინიც შეუერთდებიან საპროტესტო აქციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend